გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ „სარაჯიშვილის“ კონიაკის ქარხანა დაათვალიერეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ადგილობრივი, ქართული კონიაკის წარმოება დაათვალიერებინა და ბელარუსის პრეზიდენტსა და დელეგაციას “სარაჯიშვილის” კონიაკის ქარხანაში უმასპინძლა.
კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტებს სარაჯიშვილის კონიაკის წარმოების ისტორია და კონიაკის დაყენების წესი გააცნეს, სტუმრისა და ქართულ – ბელარუსული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება, საფირმო კონიაკის კუპაჟირება მოახდინეს და კასრი დალუქეს.

Visited 375 times, 1 visit(s) today