ცაგერისა და ლენტეხის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები დღეიდან გამოძახებას ახალი, ჯიპის ტიპის სპეცმანქანებით შეასრულებენ. ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონებში პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად განათავსა. ჯიპის ტიპის მანქანები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი. მთაგორიანი რეგიონებისთვის სპეცგამავლობის მანქანების გადაცემა გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ცაგერისა და ლენტეხის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანები გადაეცა
31/03/2018