16 აპრილს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები ოფიციალურად დაიწყება

16 აპრილს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები ოფიციალურად დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება. ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება. ნატოს დღეების დაწყებასთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ პრესკონფერენცია გამართა.

„ნატოს დღეები ჩვენი ცენტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის მიზანიცაა კიდევ ერთხელ გავხადოთ თვალსაჩინო, თუ რატომაა მნიშვნელოვანი საქართველოს გაწევრება ნატოში. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა და მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მივაწოდოთ მათ განახლებული ინფორმაცია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზეც“, – აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.

Visited 173 times, 1 visit(s) today