ზუგდიდში, სამეგრელოში მოქმედ კომპანიებთან ბიზნეს შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდში, სამეგრელოში მოქმედ კომპანიებთან ბიზნეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივი ბიზნესი გამოწვევებზე და განვითარების ახალი შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ბიზნეს შეხვედრა B Talk-ის ფარგლებში, ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ბიას წევრებმა ადგილობრივ კომპანიებს ბაზრის მონიტორინგის, კონტროლის გზებზე და რეგიონალური კომპანიებისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
მოწვეულ სტუმრებს, რეგიონის პოტენციალი, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო. შეხვედრას კომპანიებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლება და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Visited 175 times, 1 visit(s) today