საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 1-3 მაისს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ35+186-კმ35+263 (სოფ. ქანდა) მონაკვეთზე, შპს „ენერგოტრანსი“ 500კვ. ელექტროგადამცემი ხაზის სამონტაჟო სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 15 წუთიანი ინტერვალებით შეიზღუდება.
ავტოტრანსპორტი მოძრაობის შეზღუდვის გარფიკი:
•1 მაისს, მოძრაობა დაიკეტება 15-15 წუთით 07:00 საათზე და 08:00 საათზე;
•2 მაისს, მოძრაობა დაიკეტება 15 წუთით 07:00 საათზე;
•3 მაისს მოძრაობა დაიკეტება 15 წუთით 07:00 საათზე;
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.