ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შეხვდა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ბანკის შორის თანამშრომლობის ისტორიაში პირველად ჩამოვიდნენ თბილისში.
აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ვიზიტის მიზანია, დელეგაციის წევრები პირადად გაეცნონ ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს, საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროგრამებს ასევე სამომავლო პროექტებს და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმებს.
Visited 142 times, 1 visit(s) today