დაბა ხულოში კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დაბა ხულოში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ზურაბ პატარაძეს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ მიაწოდა. პროექტი ეკლესიის მიმდებარედ ფერდსამაგრი სამუშაოების, სავალი ბილიკებისა და გალავნის მოწყობას მოიცავს. კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

Visited 142 times, 1 visit(s) today