ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქში სტიქიის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების პრევენციისთვის, საქართველოს მელიორაციისა და ნავთობკომპანია BP-ის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს ქალაქში არსებული სანიაღვრე სისტემების მდგომარეობა და ვითარების გასაუმჯობესებლად კონკრეტული გეგმები დასახეს.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. გრიგოლ ნემსაძის განცხადებით საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა სამინისტროშიც გაიმართება.
Visited 160 times, 1 visit(s) today