მეწყრულმა პროცესებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები გამოიწვია

18 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მოდიდებულმა ღელეებმა და წარმოქმნილმა მეწყრულმა პროცესებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები გამოიწვია. დაზიანდა სოფ. პატარაონი-ტბეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი და სოფ. თხმორის შიდა სასოფლო გზები. რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად, სტიქიის შედეგებს გაეცნო და წარმოქმნილი პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილა.
დღეის მდგომარეობით, დაზიანებული გზების ნაწილი აღდგენილია, თუმცა რჩება პრობლემური მონაკვეთებიც, რომლებიც მასშტაბურ სამუშაოებს საჭიროებს და მათი აღმოფხვრა, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება.

Visited 189 times, 1 visit(s) today