გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის მე-9 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი იხსნება

6, 7, 8 ივლისს დაბა ურეკსა და ოზურგეთში გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის მე-9 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობენ ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, ყაზახეთის, ბელორუსიის, უკრაინის, სლოვაკეთის, ასევე საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიული ანსამბლები.

06.07 -13:00
კონკურსი დაბა ურეკის კულტურის ცენტრში;
07.07- 15:45
გიორგი სალუქვაძის გორელიეფის გვირგვინით შემკობა, ქ.ოზურგეთი;
16:00
შეხვედრა გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში, სოფელი ცხემლისხიდი;
08.07- 18:30
ფესტივალის მონაწილეთა აღლუმი
19:00
ფესტივალის გალა-კონცერტი და დაჯილდოვება,
ჭადრების ბაღი;

Visited 270 times, 1 visit(s) today