პანელური სამხედრო ხიდი და თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ტექნიკა უკვე ჭუბერშია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ტექნიკა და პანელური სამხედრო ხიდი უკვე ჭუბერშია. ხიდის აწყობის სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება და 3-4 დღეს გასტანს. რის შემდეგაც მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად სამშენებლო ტექნიკის გადაყვანა შესაძლებელი იქნება.
ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებულია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა, რის გამოც საჭიროა უსწრაფესი მოქმედებები.
ყველაზე სწრაფად სამანქანო კომუნიკაციის აღდგენა პანელური სამხედრო ხიდითაა შესაძლებელი, რომელიც ამ დროისთვის არსებულ პრობლემას მოაგვარებს და სამშენებლო ტექნიკა შეძლებს მდინარის მარცხენა ნაპირის გამაგრებას და აღდგენითი სამუშაოების წარმოებას. გამომდინარე აქედან, საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
სტიქიის ზონაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნის გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს მიიღო. თავდავის სამინისტრომ ჭუბერში 50 მეტრიანი პანელურ ხიდი და 18 ერთეული სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა გამოაგზავნა.

Visited 235 times, 1 visit(s) today