კანონი გვავალდებულებს რომ ტენდერები ჩავატაროთ

გაუმართავი სატენდერო პროცედურების შესახებ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილმა განაცხადა: „კანონი გვავალდებულებს რომ ტენდერები ჩავატაროთ. თუმცა, ტენდერების ჩატარებისას – გამოცხადებისა და შეფასების დროს, ვაწყდებით რიგ პრობლემებს:არასაკმარისი კვალიფიკაციის, სხვადასხვა სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების ფაქტებს და კომპანიების დაბალ ხარისხსაც. რასაც ვაკეთებთ ამ ეტაპზე არის სატენდერო დოკუმენტაციის და პრაქტიკების გამართვა და დანერგვა და მეორეს მხრივ, მიდგომა მენეჯმენტთან და ზოგადად პროექტების მართვასთან დაკავშირებით – ყველა მხარემ ზედმიწევნით უნდა დაიცვას ხელშეკრულება. ჩვენ დავიწყეთ რეალურად იმ საჯარიმო სანქციების ამოქმედება, რომლებიც ხელშეკრულებაში არის და მხოლოდ 2 თვის განმავლობაში, 340 000 ლარზე მეტის საჯარიმო სანქციები დავაკისრეთ უკვე მხოლოდ საგზაო დეპარტამენტის მხრიდან კომპანიებს, რომლებიც არ ასრულებდნენ თავის ვალდებულებებს. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი. თუმცა, რა თქმა უნდა ზოგადად პროექტების მართვის, ასე ვთქვათ, ხარისხის გაუმჯობესება ყველა მხრიდან არის საჭირო“

Visited 145 times, 1 visit(s) today