ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც მწერალის დაბადებიდან 90 წელს ეძღვნება, დღეს, 14 ივლისს დასრულდა. ფესტივალი აერთიანებს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით განხორციელებულ სცენურ ინტერპრეტაციებს, როგორც ქართული პროფესიული, ისე უცხოური თეატრების სცენებზე.
ფესტივალის ფარგლებში 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობდა, მათ შორის 3 უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან:
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი;
პერმის თეატრი;
დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი;
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი;
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და ხელოვნების საყმაწვილო სტუდია;
მოსკოვის თეატრი „ნიკიტინსკის კარიბჭე“;
განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი;
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი;
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი; ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
ფესტივალი 14 ივლისს ნოდარ დუმბაძის მშობლიურ ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში, სპექტაკლით „მზიანი გული“ დასრულდა.
ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინსიტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის სამ წელიწადში ერთხელ იმართება.