გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ. შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

Visited 180 times, 1 visit(s) today