აქციას ,,ივლისი – სიკეთის თვე რაჭაში“ გუბერნატორის ადმინისტრაცია შეუერთდა

აქციას “ივლისი – სიკეთის თვე რაჭაში“ გუბერნატორის ადმინისტრაცია შეუერთდა. აქციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპათაგორში მცხოვრები ბერიიძეების ოჯახი მოინახულა და საჩუქრები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით, მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით ,,ივლისი – სიკეთის თვე რაჭაში“.
ეს არის პირველი მასშტაბური აქცია, რომლის ფარგლებშიც საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით და საზოგადოების მიერ გამოჩენილი კეთილი ნებით, შესაძლებელია რაჭაში მცხოვრები, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების ხელშეწყობა და წახალისება.

Visited 323 times, 1 visit(s) today