ბოლნისში პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი :
“ძალიან მძიმე დღეა დღეს, ვინაიდან სრულიად საქართველო ჩვენი დროის გმირებს გლოვობს. ეს არის დღე, რომელიც თითოეული ქართველის გულში მძიმე იარად არის დარჩენილი. ზუსტად 10 წლის წინ, რუსულმა აგრესიამ კიდევ ერთხელ დააზარალა საქართველო. ასობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაცვას. ბოლნისის მუნიციპალიტეტს აგვისტოს ომში დაღუპული 3 გმირი ჰყავს. ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს ისინი და კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რომ სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა არის ძალიან ძვირფასი და თითოეული ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ მას”.

Visited 192 times, 1 visit(s) today