ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურისტული ფესტივალი 2018 გაიმართა

ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურისტული ფესტივალი 2018 გაიმართა. ფესტივალზე რეგიონში მოქმედი 1️00-მდე საწარმო და ფერმერული მეურნეობა იყო წარმოდგენლი. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ფერმერების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია. ამასთან, სტუმრებისთვის მოეწყო გასართობ-შემეცნებითი და კულტურული აქტივობები. აგროტურისტული ფესტივალი „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციის” ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მეუღლესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. ფესტივალი ანსაბლ “ ქართული ხმები“-ს კონცერტით და სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.

Visited 176 times, 1 visit(s) today