17 სექტემბრიდან ზუგდიდში სტუდენტები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

17 სექტემბრიდან ზუგდიდში სტუდენტები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კერძოდ, უფასოდ იმგზავრებენ შოთა მესხის სახელობის ზუგდიდის აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლები, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელ-მასწავლებლები და ტექნიკური მუშაკები.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე 20 000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, უფასო მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ლაშა გოგიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ხორციელდება.

Visited 190 times, 1 visit(s) today