გურიის გუბერნატორი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს, მერიის თანამშრომლებს და სოფლებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მოადგილეებთან ერთად ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს, მერიის თანამშრომლებს და სოფლებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გუბერნატორმა შეხვედრაზე მერებს დაავალა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების ინვენტარიზაცია და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების 2019 წლის გეგმის შემუშავება.

Visited 212 times, 1 visit(s) today