ალექსანდრე მოწერელიამ რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

“დღეს საავადმყოფოს პირველ რიგში იმიტომ ვესტუმრე, რომ იყო რაღაც შეფერხებები და მაინტერესებდა ადგილზე გავრკვეულიყავი მდგომარეობით, თუ რა ეტაპზე იყო მშენებლობა.რა თქმა უნდა, ხშირად ვესტუმრები და ვიმედოვნებ რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად ჩატარდება.რაც შეეხება შეფერხებებს მითხრეს რომ პროექტში ცვლილება იქნა შეტანილი,”- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის 25 აგვისტოს დაიწყო. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება: მთავარი კორპუსი, ქიმიო და სხივური თერაპიის ბლოკი, მიმღები ბლოკი, კვების ბლოკი, ცენტრალური სამრცეხაო სასტერილიზაციო ბლოკი, პათოლოგ-ანატომიური კორპუსი, საქვაბე,საგენერატორო სადგური, ავტოსადგომი 180 მანქანაზე, ვეტროდრომი, გამწმენდი ნაგებობა ბიოტალი კანალიზაციის ტუმბოები წყლის რეზერვუარი – 250X2 მეტრ/კუბი, საერთო საცხოვრებელი. ამ ბლოკებიდან ნაწილი – 5, ნაწილი კი, 2-სართულიანია. საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ.-ზე მეტს შეადგენს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი

“კმაყოფილი ვიქნები მას შემდეგ, რაც საბოლო შედეგს ვნახავ. დღეს, საავადმყოფოს, პირველ რიგში იმიტომ ვესტუმრე, რომ იყო გარკვეული შეფერხებები და მაინტერესებდა ადგილზე გავრკვეულიყავი მდგომარეობით, თუ რა ეტაპზეა მშენებლობა. რა თქმა უნდა, ხშირად ვესტუმრები და ვიმედოვნებ, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად ჩატარდება. რაც შეეხება შეფერხებებს მითხრეს, რომ პროექტში ცვლილებები შეიტანეს” – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის 25 აგვისტოს დაიწყო. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება: მთავარი კორპუსი, ქიმიო და სხივური თერაპიის ბლოკი, მიმღები ბლოკი, კვების ბლოკი, ცენტრალური სამრცეხაო სასტერილიზაციო ბლოკი, პათოლოგ-ანატომიური კორპუსი, საქვაბე,საგენერატორო სადგური, ავტოსადგომი 180 მანქანაზე, ვეტროდრომი, გამწმენდი ნაგებობა ბიოტალი კანალიზაციის ტუმბოები წყლის რეზერვუარი – 250X2 მეტრ/კუბი, საერთო საცხოვრებელი. ამ ბლოკებიდან ნაწილი – 5, ნაწილი კი, 2-სართულიანია. საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ.-ზე მეტს შეადგენს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

Visited 502 times, 1 visit(s) today