აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორს კლაუს ვაიგელს შეხვდა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ კლაუს ვაიგელს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. გამოითქვა თანამშრომლობის არეალის გაფართოების ინიციატივა. მხარეებმა განიხილეს ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე და აჭარის მაღალმთიანეთში მიმდინარე წყლის სისტემის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის პროცესიც. საუბარი შეეხო ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის პროექტის დაფინანსების საკითხებსაც.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარის მუნიციპალიტეტებს წყლის სისტემის რეაბილიტაციაში ეხმარება. აჭარის წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
აჭარაში წყლის სექტორის რეფორმა გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხითა და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (NIF) გრანტით დაფინანასდა. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 44.000.000 ევროს შეადგენს, ინვესტიციების პერიოდი 7 წელზეა გათვლილი (2018-2024წწ).