საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NED – ის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება იყო ის თემები, რომლებზეც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED)პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა ისაუბრეს.
შეხვედრაზე ყურადღება მიაპყრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების თვალსაზრისით.
პრემიერ-მინისტრმა რწმენა გამოთქვა, რომ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი კვლავ გააგრძელებს ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოში.

Visited 105 times, 1 visit(s) today