მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა პატივსაცემად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, შალვა კერესელიძემ, ომის ვეტერანებთან და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად, საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღევანდელი ტრაგიკული თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს ომს, რომელსაც 30 ათასამდე ქართველი შეეწირა. 250 ათასამდე მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიობიანი გზით აფხაზეთის დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და განსაკუთრებულად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დღეს საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალებას ოკუპანტები არ აძლევენ“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

Visited 272 times, 1 visit(s) today