შალვა კერესელიძე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომას დაესწრო

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომას დაესწრო. აღნიშნულ სხდომაზე რეგიონში საცხენოსნო სპორტის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა საცხენოსნო ფერმის მცხეთა-მთიანეთში აშენების ინიციატივა წარადგინა. პროექტის განხორციელება მიზნად ისახავს, როგორც სპორტის ამ სახეობით ახალგაზრდების დაინტერესებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ისე ქართული ჯიშის ცხენების გამრავლებას და მათი პასპორტიზაციის ხელშეწყობას.
მხარის გუბერნატორმა საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობისა და ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობის მზაობა გამოთქვა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ წამოყენებული ინიციატივა რეგიონში, როგორც ცხენოსნობის განვითარებას შეუწყობს ხელს, ასევე, ტურიზმის სფეროს დააწინაურებს. კომპეტენციის ფარგლებში, გუბერნატორის ადმინისტრაცია ინიციატორებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს და მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურად ჩაერთვება.
საცხენოსნო ფერმის მშენებლობისთვის ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის მიზანიც ეროვნულ ფედერაციასა და მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციას შორის ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა იქნება.

Visited 224 times, 1 visit(s) today