ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ ძალიან მაღალი დონის დინამიკას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან მაღალი დონის დინამიკა გვაქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელიც ბრიუსელში იმართება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ვიზიტით მყოფი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და ინტენსიური პრაქტიკული თანამშრომლობა. ეს შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში გვაქვს ძალიან მაღალი დონის დინამიკა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Visited 107 times, 1 visit(s) today