„გარისობა 2018“ გაიმართა

ქალაქ თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში სახალხო დღესასწაული „გარისობა 2018“ გაიმართა. ღონისძიებას მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა საქართველოს ყველა კუთხე და ეთნიკური მრავალფეროვნება ერთ სივრცეში წარმოადგინეს.
შესრულდა ქართული-ხალხური ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები, მოეწყო ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცეები, ტურიზმის კუთხე, ღია ბიბლიოთეკა, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული შეჯიბრებები.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დავიწყებას მიეცა. 2017 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით კი, ტრადიციულად, ყოველი წლის 8 ოქტომბერს საზეიმოდ აღინიშნება.

Visited 179 times, 1 visit(s) today