19 და 20 ოქტომბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ56 მონაკვეთზე, ქ. საჩხერეში რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, 2018 წლის 19 ოქტომბერს დაგეგმილია „საზოგადოებრივი ცენტრის“ გახსნა. რის გამოც, 19 ოქტომბერს 06:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ამ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივ რეჟიმში. ასევე, ამავე მონაკვეთზე, 2018 წლის 20 ოქტომბერს დაგეგმილია სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა 2018“. რის გამოც, 20 ოქტომბერს 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე, ქ. საჩხერეში აგრარული ბაზრის გადასასვლელი საცალფეხო ხიდიდან რკინიგზის გადასასვლელამდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დროის ამ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ქ. საჩხერეში არსებული ბაზრის ტერიტორიის, ე.წ. „ბამბუკის დასახლების“ და სარკინიგზო გადასასვლელის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 157 times, 1 visit(s) today