საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იაპონიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის, კერძოდ შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის, JICA საქართველოს დაახლოებით 343 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაფინანსებით განხორციელდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის ღირებულება 67 მლნ. ევროს აღემატება