ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს, მარისოლ ტურენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დაგეგმილი საპენსიო რეფორმა მიმოიხილეს და სოციალური პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მარისოლ ტურენიმ მიზნობრივი სოციალური დახმარების საკითხში ჯანდაცვის მინისტრს საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.
საუბარი ასევე შეეხო ფსიქიკური ჯანმრთელობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებისა და შშმ ბავშვების საკითხებს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ მოდებაძე ესწრებოდნენ.