ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ მომავალს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი გადაწყვეტილება დააფიქსირა.

“ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ მომავალს, კანდიდატს, რომელიც მთელი ქვეყნის გამაერთიანებელი იქნება და კონსტიტუციით მისთვის განსაზღვრული როლის პირნათლად შესრულებას შეძლებს.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახალი პრეზიდენტი იქნება დამოუკიდებელი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი,იგი იქნება ხალხის ხმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ხმა ქალაქ ბოლნისის N3 საარჩევნო უბანზე მისცა.

Visited 164 times, 1 visit(s) today