ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა იმერეთის რეგიონში

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა რეგიონში. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსებისა და კერძო სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროსადენები. უკვე ლოკალიზებულია ხანძარი, რომელიც მოედო ფერდობებსა და საცხოვრებელ სახლს. მოსახლეობის ნაწილს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი არის მობილიზებული, შექმნილია საგანგებო შტაბები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ასევე, პრობლემების აღმოსაფხვრელად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

Visited 140 times, 1 visit(s) today