შავლეგო ტაბატაძემ, სტიქიის შედეგებზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, სტიქიის შედეგებზე და შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა. შეხვედრაზე გუბერნატორმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია რა გაკეთდა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. მხარის რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში მყისიერად დაიწყო სტიქიით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა და უახლოეს დღეებში ყველა დაზარალებულს უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება. შეხვედრაზე იმერეთის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მისცა დამატებით დავალებები, რათა დროულად აღმოიფხვრას ის პრობლემები, რომელიც სტიქიის შედეგად მიადგა იმერეთის რეგიონს.

Visited 121 times, 1 visit(s) today