ბონდო სოფრომაძემ წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილე მერაბ სირაძე, საკრებულოს წევრი გია ბარათაშვილი სოფ. სიქთარვაში იმყოფებოდნენ, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ თამაზ ბარბაქაძესა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ამაშუკელთან ერთად წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გამოყოფილი თანხით-671 375 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „კონფორტმშენ XXI-ის“ მიერ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეყობა ცენტრალური მაგისტრალი, ინდივიდუალური დაქსელვა-გამრიცხველიანება, სატუმბი სადგური და რეზერვუარი, რის შემდეგაც 650 ოჯახი მომარაგდება სასმელი წყლით.
დღესვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ბარდუბანში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნული პროექტი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ მიერ რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასზე 1 მლნ 700 ათასი ლარი დაიხარჯება.
პროექტის დასრულების შემდეგ ბარდუბნის მოსახლეობა-900 ოჯახი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

Visited 188 times, 1 visit(s) today