დედოფლისწყაროს ბაგა-ბაღებში სწავლის დაწყება 21 იანვრამდე გადაიდო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, მარიეტა გონაშვილსა და ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელს, მაია ყოჩიაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით, გრიპის ვირუსის ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე და ვირუსის ზრდის ტენდეცია აღარ არსებობს, მიუხედავად ამისა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე გახანგრძლივდება. აქვე შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის განახლება 21 იანვრამდე გადაიდო საჯარო სკოლებშიც.

Visited 156 times, 1 visit(s) today