2019 წლის 14 იანვარს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე, შპს „საქგზამეცნიერება“ ატარებს არსებული გზაგამტარის გამოკვლევა–გამოცდის სამუშაოებს, რისთვისაც აღნიშნულ გზაგამტარზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება დღის 13:00 სთ–დან 14:30 სთ–მდე, 4-ჯერ 10-10 წუთის ინტერვალით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
Visited 119 times, 1 visit(s) today