ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიაში საშობაო ფესტივალი ,,გენეთლია 2019“ გაიხსნა.

გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა – კურთხევითა და გორისა და ატენის ეპარქიის მხარდაჭერით, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიაში საშობაო ფესტივალი “გენეთლია 2019“ გაიხსნა. ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაესწრო. ფესტივალი უკვე მეცამეტედ იმართება და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის სასწავლებლებისა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 250-მდე აღსაზრდელს მასპინძლობს. საშობაო ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა მოსწავლეთა კონფერენცია, ხატვის კონკურსი, გაიმართება თვითშემოქმედებითი გამოსვლები, სპორტული ასპარეზობა, ასევე, მოეწყობა მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. დაგეგმილია გორის ტაძრების მოლოცვა და მუზეუმების დათვალიერება.

Visited 232 times, 1 visit(s) today