პრემიერმა ლიეტუვაში დაკრძალული ქართველი კაპიტნის, დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას პატივი მიაგო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კაპიტნის, დავით (დათიკო) მაჭავარიანის ხსოვნას. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე არტილერიის კაპიტანი 1918 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. 1918-1921 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც საქართველო თავისი საზღვრებისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად აწარმოებდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასული დათიკო მაჭავარიანი პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა, სადაც მოგვიანებით მაიორის წოდება და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. დაკრძალულია ვილნიუსის სამხედრო სასაფლაოზე, ლიტვის თავისუფლებისთვის დაცემულთა ხსოვნის მემორიალთან.

Visited 106 times, 1 visit(s) today