ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები აქტიურად მიმდინარეობს

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან” დაკავშირებით, მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაიმართა.
დარბაზის, წიფორისა და ქვეშის მაცხოვრებლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსები შეხვდნენ და პრიორიტეტები ერთობლივად განიხილეს. მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფელ დარბაზში სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია განხორციელდება, სოფელ წიფორში გარე განათების ქსელი, ხოლო ქვეშში შიდა გზები კეთილმოეწყობა.

Visited 88 times, 1 visit(s) today