ალექსანდრე სარიშვილმა, სოფელ ლესაში გზის დაზიანებული მონაკვეთი დაათვალიერა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, სოფელ ლესაში, ფოცხვერეთის უბანში, დაზიანებული გზის მონაკვეთი დაათვალიერა.რკინა-ბეტონის გზა მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს.

“დღეს ვიმყოფებით სოფელ ლესაში. დაზიანებულია გზის ერთი მონაკვეთი. აუცილებელია სპეციალისტების, კერძოდ, გეოლოგების მოწვევა, რათა დავადგინოთ რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანება” – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
ალექსანდრე სარიშვილთან ერთად ლესაში არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე და მერის წარმომადგნელი ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, დავით ლომაძე იმყოფებოდნენ.

Visited 121 times, 1 visit(s) today