საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.

Visited 84 times, 1 visit(s) today