,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ზაურ დარგალთან ერთად, ქვემო ბოლნისში, სოფელ ბოლნისსა და სამწევრისში გამართა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ წელს განსახორციელებელი პროექტები პრიორიტეტების მიხედვით შეარჩია.
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, სოფელ ქვემო ბოლნისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის სახურავი გადაიხურება და გარე განათების ქსელი მოეწყობა, სოფელ ბოლნისში სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება, სოფელ სამწევრისში კი სოფლამდე მისასვლელი გზა მოეწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრები პროექტების შესარჩევად, 11 თებერვალს დასრულდება.

Visited 86 times, 1 visit(s) today