ვმუშაობთ სივრცითი მოწყობის გეგმაზე

საერთაშორისო ფორუმში – მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი მოწყობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გვენცაძემ მიიღო მონაწილეობა

“ვმუშაობთ სივრცითი მოწყობის გეგმაზე. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს რეგიონების განვითარების მთავარ მიმართულებებს, რაც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის სტაბილურ და კომფორტულ სასიცოცხლო გარემოს” – განაცხადა ნინო გვენცაძემ პირველ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ურბანული პრაქტიკების რეტროსპექტივის საკითხს მიეძღვნა

ორდღიანი ფორუმის მიზანია შექმნას სადისკუსიო პლატფორმა აკადემიური წრეების, პრაქტიკოსი ურბანისტებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის

Visited 132 times, 1 visit(s) today