დუშეთში, საინფორმაციო შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაიმართა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ხამხაძემ ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს წარუდგინა ის ცვლილებები, რომელიც შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის „მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ მუხლში, 2019 წლის 1 იანვრიდან. ცვლილება შეეხება ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლებია. აღნიშნულ ოჯახებზე საარსებო შემწეობა განისაზღვრა 50 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
მან ასევე ისაუბრა 2017 წლის 1 ივლისიდან არსებულ „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამაზე და მასში შესულ ცვლილებებზე: 2018 წლის პირველი სექტემბრიდან პროგრამა მოიცავს 34 დასახელების მედიკამენტს და აღნიშნული პირები მედიკამენტს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად იღებენ.
შეხვედრას საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ჩიტაური, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ზაქარია ხეხელაშვილი და თამაზ უნდილაშვილი.

Visited 74 times, 1 visit(s) today