ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აპარატის თანამშრომლებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს 8 მარტი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ძალიან მიხარია, რომ ამდენი ქალბატონი ემსახურება საქართველოს პარლამენტს. ჩვენ ვამაყობთ ამით. მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები და ბედნიერება თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საზეიმო მიღებაზე თვითნასწავლი მხატვრების – ელენე ელყანიშვილის და სოფო ფირცხალავას ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.