2019 წლის 11 მარტს, 14 საათზე ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნება. მრავალფუნქციური სასპორტო დაწესებულება 1500-ზე მეტ სპორტსმენს მოემსახურება. მოწყობილია საკალათბურთო/ფუთძალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნეს დარბაზები. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. დასრულებულია მცირე საკონფერენციო დარბაზისა და და კაფე-სასადილოს მოწყობაც. შენობაში განთავსებულია 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმროც. სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს და ადაპტირებულია შშმ პირებზე. კეთილმოეწყო სპორტკომპლექსის ეზოც, სადაც განთავსებულია მინი სტადიონი, საჩოგბურთო მოედანი, ავტოსადგომი, რეკრეაციული ზონა.