მიხეილ ბატიაშვილმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს. ინიციატივა მიხეილ ბატიაშვილმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.
მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროსა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით დაინერგება ზრდასრულთა განათლების ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებას.

მომზადება-გადამზადების კურსების ფორმალიზების შედეგად:

კურსდამთავრებულებს მიეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი;
ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების მიზნით, მოკლევადიანი პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება კერძო კომპანიებსაც შეეძლებათ;
სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მაღალი დასაქმების პოტენციალის მქონე სფეროდ იქნება აღიარებული;
პროგრამები განხორციელდება პრაქტიკული სწავლების ფორმატით (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება).

Visited 60 times, 1 visit(s) today