გიორგი თანიაშვილმა ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა და სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა იოსებ ღარიბაშვილმა 26 მარტს ჭართლის ადმინისტრაცულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში, სოფელ მუგუდის ხევზე მოეწყო დამცავი გაბიონი და ბეტონის კედელი, რომელიც ხევის ადიდების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სოფლის შიდა გზისა და მიმდებარე სახლების უსაფრთხოების დაცვას. აღნიშნული სამუშაოები აწარმოა შპს „გეომონტაჟმა“.
შპს „ბერდე“-ს მიერ სოფელ მუგუდაში და სოფელ ჭართლიდან დოლასქედის ხიდამდე მოეწყო გარე განათება, რისი უქონლობაც მოსახლეობას მუდმივ პრობლემას უქმნიდა.
სოფელ ჭართლის შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს სტიქიისაგან დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია, სოფელ ჩიტაურებთან ეწყობა გაბიონი, ასევე მიმდინარეობს ხევის კალაპოტის გაწმენდა და გაბიონის მოწყობა, ხოლო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღნიშნულ ტერიტორიებზე აწარმოებენ შპს“ახალმშენი“ და შპს „ინშაათ საქართველო“.

Visited 126 times, 1 visit(s) today