შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინა. გამოიკვეთა გზების მოწყობის, წყალმომარაგების გაუმჯობესების, გაზიფიცირების, ელექტრიფიკაციისა და მიწების რეგისტრაციის მიმართულებები. მიმდინარეობს და ეტაპობრივად დაიწყება შესაბამისი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. პროცესებში ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობს.
“მიმდინარე წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მთიანი სოფლების გაძლიერებაზე და აქ მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფაზე. გაუმჯობესდება საგზაო, ტურისტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, ჩატარდება გაზიფიკაციისა და ელექტროენერგიის გაყვანის სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სისტემებს და განხორციელდება მაღალმთიანი ხეობების ინტერნეტიზაციის პროექტი”- განაცხადა კერესელიძემ.