შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში აზერბაიჯანულ დელეგაციას უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რეგიონში, აზრებაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს და აზერბაიჯანისა და თურქეთის ელჩებს უმასპინძლეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დელეგაციისა და დიპლომატიური კორპუსის წევრებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში “საქართველოში აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის“ გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, ყურადღება გამახვილდა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.
დღესვე, ქვემო ქართლის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, აზრებაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, ფუად მურადოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხემძღვანელ პირებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში, მცხოვრებ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდა.

Visited 57 times, 1 visit(s) today