სპორტის საერთაშორისო დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველო მსოფლიოსთან ერთად „თეთრი ბარათის“ კამპანიით ხვდება. სპორტის საერთაშორისო დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ხაშურის მერიის, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საჯარო სკოლების წარმომადგენლები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვნენ. ღონისძიებები ახალ სპორტულ კომპლექსში, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.
სპორტის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2013 წლიდან აღინიშნება.

Visited 98 times, 1 visit(s) today